საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IVსაერთაშორისო კონფერენციაში.
სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისასყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორშიკონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა დამომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერრეგულირებად სექტორებში არსებულ სიახლეებსა დასატარიფო პოლიტიკაზე.
“ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისგანვითარება და მომხმარებლის დაცვა წარმოადგენსერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს სემეკისსაქმიანობაში. კომისია სისტემატურად მუშაობსკანონმდებლობის განახლებაზე, რათა კიდევ უფრომეტად გაუმჯობესდეს და ეფექტიანი გახდესრეგულირების მექანიზმები. კონფერენციისფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმაწარმოვადგინეთ რეგულირებად სექტორებშიარსებული გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ მოხდესგამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სწორიინფორმირება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
2025 წლის 13-15 ნოემბერს, კონკურენციისა დამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში IV საერთაშორისო კონფერენციაიმართება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთაუფლებების დაცვის მექანიზმები დამარეგულირებელი უწყებების მიერგანხორციელებული აქტივობები. სამდღიანიღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლისდაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისსამსახურის და კომუნიკაციების კომისიისერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანიასაქართველოში კონკურენციის პოლიტიკისგაძლიერება. ამ მიმართულებით არსებულიგამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მსჯელობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისგაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
საჯარო უწყებების, მარეგულირებელიორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისოორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგისექსპერტების და კოლეგა უწყებებისწარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობაკიდევ უფრო ზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის. სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა დამომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი დაინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვისუმნიშვნელოვანესი ფაქტორია.