ბელარუსი შეიძლება გახდეს "მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებელი.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინადადება რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს გაუგზავნა.

„წინადადება შეატყობინეს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მან ეს დადებითად მიიღო”, - თქვა რუსლან ვარანკოვმა, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზადაა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო საბჭოს საქმიანობაში.