აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა.

„ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობიდან სარგებლის მიღების მთავარი მიზნით, აღმოჩნდა უკიდურესად რთული პარტნიორი.

მისმა უზარმაზარმა სავაჭრო ბარიერებმა, დამატებული ღირებულების გადასახადებმა, სასაცილო კორპორატიულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, ვალუტის მანიპულირებამ, ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ უსამართლო და უსაფუძვლო სარჩელებმა და სხვამ შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, რაც სრულიად მიუღებელია“, - წერს ტრამპი.