ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ ლუდისა და უალკოჰოლო სასმლის მიმოხილვაში აქვეყნებს.

მიმოხილვის მიხედვით, ძირითადი გასაღების ბაზრებში, FMCG და HORECA ინდუსტრიებში, მომდევნო წლების განმავლობაში მდგრადი ზრდის ტემპების შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა ძირითადად უცვლელად შენარჩუნდა, ფასების ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოებული პროდუქციის ღირებულება.

ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია. წლიურ მაჩვენებლებში ასევე ჩანს იმპორტირებულ ლუდზე გაზრდილი მოთხოვნა.

გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში გამოიხატება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.