აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, მსოფლიოში დიზელზე ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული.
"უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს; რუსეთიც ანალოგიურ წინადადებას დათანხმდა. მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასის ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული და არა – ირანით." – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, რადგან ეს, მისი თქმით, საწვავის დეფიციტს ქმნის.
"ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს – მან რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება უნდა შეწყვიტოს. მას სამიზნეებზე დარტყმა შეუძლია, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან ეს დიზელის საწვავზე დეფიციტს იწვევს." - თქვა ტრამპმა.