შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა კარდიფში დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რომლითაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნას აყენებენ.
როგორც The Telegraph წერს, ინიციატივა ლონდონის ცენტრალურ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესაძლო ახალი რეფერენდუმისა და ირლანდიის გაერთიანების შესახებ დისკუსიის ფონზე.
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, როდესაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა მხარი.