პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გელა გელაძეს, ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა.

„ოთხშაბათს დილას ჩაინიშნება თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს სხდომა. პარლამენტში კანდიდატურაზე კენჭისყრა გვექნება ოთხშაბათს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ipn.ge