ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ახალი ბანკნოტების დიზაინის შესარჩევად საზოგადოებრივ ონლაინ კონსულტაციას ატარებს, რომელშიც მონაწილეობა 21 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
ახალი დიზაინისთვის ორი ძირითადი ვარიანტი განიხილება. ერთ შემთხვევაში ბანკნოტებზე ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე პირები, მათ შორის მარია კალასი, მარი კიური, ბეთჰოვენი და სერვანტესი, იქნებიან გამოსახული.
მეორე ვარიანტი ევროპის ბუნებრივ მემკვიდრეობას ეხება და ბანკნოტებზე ევროპული პეიზაჟებისა და ფრინველების გამოსახვას ითვალისწინებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საბოლოო დიზაინი საზოგადოებრივი კონსულტაციის შედეგების გათვალისწინებით შეირჩევა.