დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია. ეს ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, ამერიკის დროით დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში (Mar-a-Lago) გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ყურადღებისთვის” - წერს ტრამპი Truth Social-ზე.