აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინიდან მიწვევის მიღების შემდეგ, ის აპირებს, ჩინეთს მომავალი წლის დასაწყისში ეწვიოს.

„მიმიწვიეს ჩინეთში, სადაც მომავალი წლის დასაწყისში ჩავალ. თითქმის ყველაფერი ორგანიზებულია“, - განუცხადა 20 ოქტომბერს ტრამპმა თეთრ სახლში რეპორტიორებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ამ თვის ბოლოს პრეზიდენტ სი ძინ პინთან სამხრეთ კორეაში სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მან ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

ჩინეთის კონტროლი იშვიათმიწა ლითონებზე: ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრას გამორიცხავს და ჩინურ პროდუქტებზე გადასახადების დაწესებით იმუქრება (პორტუგალიურ ენაზე)

შეხვედრა საფრთხის ქვეშ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამო დადგა, რომელიც გამოწვეული იყო პეკინის მიერ იშვიათმიწა ლითონების, ასევე იმ მანქანებსა და ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის დაწესებით, რომლებიც მათ გაწმენდასა და დამუშავების უზრუნველყოფენ. ტრამპმა ჩინეთის ამ გადაწყვეტილებას „უკიდურესად აგრესიული“ უწოდა და საპასუხოდ, პეკინს ტარიფების გაზრდით დაიმუქრა.

დონალდ ტრამპმა ასევე გამოხატა ნდობა ჩინეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის მიმართ, რაც წინააღმდეგობაში მოდის პენტაგონის ადრინდელ შეფასებასთან იმის შესახებ, რომ 2027 წელს ჩინეთი ტაივანში შეჭრას გეგმავდა.

„პეკინი ამას (ტაივანში შეჭრას - რედ.) არ აპირებს. ვფიქრობ, ჩინეთთან ყველაფერი კარგად გვექნება“, - განუცხადა მან რეპორტიორებს.

წყარო: 1 არხი