ფრანგული ენერგეტიკული კომპანია TotalEnergies და ამერიკული Apache Corp. გეგმავენ 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ნავთობის წარმოებაში სურინამის სანაპიროზე – იუწყება Total–ი.

GranMorgu-ს პროექტში წარმოება შეიძლება დაიწყოს 2028 წლის შუა რიცხვებში და შეადგენს დაახლოებით 220 ათას ბარელს დღეში, განაცხადა TotalEnergies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუიანემ. პროექტში 20%-იანი წილით მონაწილეობას მიიღებს ასევე ადგილობრივი სახელმწიფო კორპორაცია Staatsolie.

ოფშორულ საბადოზე, რომელიც მეზობელ გაიანას წყლებში, ExxonMobil-ის პროექტის მიმდებარედ არის, რეზერვების მოცულობა შეფასებულია 750 მილიონ ბარელზე მეტად. Staatsolie გეგმავს ობლიგაციების გამოშვებას 2025 წელს პროექტში მონაწილეობის დასაფინანსებლად. კომპანიამ უკვე იპოვა სახსრები 175 მილიონი დოლარის საწყისი გადახდისთვის. 

ნავთობის საბადოს განვითარებამ და ფართომასშტაბიანმა ინვესტიციებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკაზე, სადაც 640 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 18% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნავს AP. სურინამის სახელმწიფო ვალი 3,5 მილიარდი დოლარია.

interfax