ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავღირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დასკვნის დეტალური ინტერპრეტაცია პოლიტიკური შეხედულების მიხედვით განსხვავდება.
"ეუთო/ოდირის დასკვნის ინტერპრეტაცია ზოგადად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა გვქონდეს სამართლიანობის განცდა. ამ დასკვნის დეტალური ინტერპრეტაცია პოლიტიკური შეხედულების მიხედვით განსხვავდება. ყველა ცდილობს თავისთვის „სასარგებლო“ მესიჯები წაიკითხოს და შემდეგ წამოაჩინოს. 2024 წელს ეუთო/ოდირს შეფასებული აქვს საპარლამენტო არჩევნები ხორვატიაში, მონღოლეთში, საქართველოში. მე ხელოვნურ ინტელექტს დავავალე სამივე ქვეყნის დასკვნა ერთმანეთისთვის შეედარებინა და ძირითადი მიგნებები ლაკონურად გადმოეცა. ჩემი აზრით, ამ გზით, უფრო ობიექტური და კონტექსტურად ადეკვატური შეფასების მიღწევა ხდება შესაძლებელი.მიღებული შედეგები ცხრილში ქვემოთაა მოცემული.
დასკვნა: საქართველოს სჭირდება ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები.
დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია," - წერს კულუმბეგოვი და პოსტს თან ურთავს შესაბამის ცხრილს.