ევროკავშირი 2024 წელს რუსული გაზის რეკორდული მოცულობის იმპორტს ახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ცდილობს, შეამციროს გაზზე დამოკიდებულება ქვეყნიდან მოსკოვის უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.
დეკემბრის შუა რიცხვებისთვის რუსეთიდან 16,5 ევროკავშირმა მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.
გასულ წელს რუსეთიდან ევროპაში მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობა 15,18 მილიონი ტონას აღწევდა. წელს რუსეთისგან ევროკავშირისთვის მიწოდებული LNG-ის მოცულობა აჭარბებს 2022 წელს რეკორდულ იმპორტს, რაც 15,21 მილიონ ტონას გულისხმობს.
„რუსული LNG-ის იმპორტი კვლავ დაშვებულია და იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა „პანიკაში ჩავარდნილი“ და იაფი ენერგიის მიღებაზე ჯერჯერობით უარს ვერ ამბობს“, - აღნიშნავს რუსეთის ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ანა მარია იალერ-მაკარევიჩი.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დაისახა მიზნად, შეწყვიტოს ყველა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი 2027 წლისთვის, მაგრამ სუპერგაციებული გაზის მიწოდება ევროპის პორტებში კვლავ იზრდება.
წყარო: რუსთავი 2