15–16 მაისს აშშ-ს რამდენიე შტატს თავს ტორნადოების სერია დაატყდა. სტიქიას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა და მრავალი სახლი დაინგრა. ამის შესახებ New York Times იუწყება.
ტორნადო კენტუკის ორ ქალაქში დატრიალდა. დაზიანებულია აეროპორტის შენობა. ქარიშხალს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა და ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა თქვა:
"შეიძლება იყოს მთელი ბლოკი, სადაც ყველა მკვდარია. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ ხედავთ ხუთ სახლს ზედიზედ, ისინი უბრალოდ გაქრა," - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა მისურის, კენტუკის და ვირჯინიის შტატებს.
წყარო: tvpirveli.ge