Ranking Royals-მა, მსოფლიოში ტოპ 15 ძვირადღირებული ბრენდი წარმოადგინა, რომლის სათავეში GUCC-ია, მას მოსდევს Louis Vuitton და Dior. 15-ეულში მე-12 ადგილზე Balenciaga-ა, რომლის შემოქმედებითი დირექტორი 2015 წლიდან ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

Ranking Royals წერს, რომ „ზოგიერთი ჩვენგანი ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად თავისუფალი, როცა საქმე ფულს ეხება, მაგრამ ისინი, ვინც არიან „მდიდრები და თავისუფალი“ ფუფუნებით ცხოვრობენ. ხალხი აფასებს ბრენდირებულ ნივთებს, ძირითადად ტანსაცმელს, სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია: ხარისხი, კომფორტი, გამძლეობა,რამდენად ერგება კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს და ა.შ. …მიუხედავად იმისა, რომ ამ მწარმოებლების უბრალო მაისური შეიძლება ასობით დოლარი ღირდეს, ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მათში ინვესტიცია ღირს!“

1. GUCCI

Gucci, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფუფუნების ბრენდია. ის დაარსდა ფლორენციაში, ტოსკანაში, გუჩიო გუჩის მიერ 1921 წელს. ამ იტალიური მოდის, ტანსაცმლისა და ტყავის პროდუქტების ბრენდს ახლა Kering მართავს. იმის გასაგებად, თუ რამდენად ძვირია Gucci, მისი უბრალო შორტი $880 ღირს.

2. Louis Vuitton

Louis Vuitton-ის ძვირადღირებული ბრენდია, რომელიც მოიცავს ტყავის ნაწარმს, ჩანთებს, ჩემოდნებს, ფეხსაცმელს, საათებს, სამკაულს, სუნამოებს და აქსესუარებს და LVMH საწარმოთა ჯგუფში შედის. ბრენდი როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს მზა ტანსაცმლის სტილის ფართო არჩევანს სთავაზობს. LV-ს უბრალო მაისური მინიმუმ 600 დოლარი ღირს.

3. Dior

$3000 საწყისი ფასით Dior ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდია მსოფლიოში. პრინცესა დიანა უპირატესობას ანიჭებდა Dior-ს იმ დელიკატური, ხელნაკეთი ნივთების გამო, რომელსაც კომპანია ქმნიდა. ზოგიერთი კაბის დამზადებას 100-დან 200 საათამდე სჭირდება, ამიტომ ამ ბრენდის სამოსი ძალიან ძვირი ღირს.

4. Hermès

Hermès არის ფრანგული მოდის სახლი, რომელიც აწარმოებს ტანსაცმელს, ჩანთებს და აქსესუარებს. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქცია მთლიანად ხელნაკეთია, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის  მარკაა მსოფლიოში. გაბერილი ფასები გამოწვეულია უზარმაზარი მოთხოვნით და დაბალი ხელმისაწვდომობით. მაგალითად, Hermès-ის შარფი მინიმუმ 400 დოლარი ღირს.

5. Prada

Prada, ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელია მსოფლიოში, მისი ლუქის მინიმალური ღირებულება $2000-ია. პრადას ირჩევს ბევრი ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორიცაა ტეილორ სვიფტი, ჯენიფერ ენისტონი და სხვები.

6. Givenchy

Givenchy დაარსდა საფრანგეთში 1952 წელს. ისიც ამჟამად LVMH-ის შემადგენლობაშია. ეს არის მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი, რომელიც აღიარებულია მაღალი მოდური ტანსაცმლით, აქსესუარებით, სუნამოებითა და კოსმეტიკური საშუალებებით.

Givenchy-ის მაისური $1000 ღირს. მას შემდეგ, რაც ლეგენდარულ ფილმში „საუზმე ტიფანისთან" ოდრი ჰეპბერნი Givenchy-ის კოსტიუმებში გამოჩნდა, ბრენდი  მყისიერად პოპულარული გახდა. Givenchy-ის „პატარა შავი კაბა' გასაოცარ $923,187 ღირს.

7. Dolce & Gabbana

Dolce & Gabbana არის იტალიური ფუფუნების მოდის ბრენდი, რომელიც იტალიელმა დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ლეგნანოში 1985 წელს დააარსეს. S

D&G-s ლუქები ათიათასობით ევრო ღირს.

8. Rolex

შვეიცარიული ძვირადღირებული საათების მწარმოებელი Rolex წელს სიაში მეექვსე ადგილზეა. Rolex არის ყველაზე მოთხოვნადი ძვირადღირებული საათი ინტერნეტში. ის ასევე 80-ე ადგილზეა Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების სიაში, რომლის ღირებულება 9,5 მილიარდი დოლარი იყო 2021 წელს.

9. Armani

დღევანდელ მსოფლიოში, Armani-ს ეტიკეტები გაერთიანდა 3 ძირითად ხაზად: Giorgio Armani, Armani Exchange და Emporio Armani.მას აქვს ავთენტikური ლუქს ბრენდის სახე და შეგრძნება. Giorgio Armani არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მოდის და ფუფუნების ინდუსტრიაში, არამედ ის ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდის საწარმო.

Giorgio Armani არის ერთ-ერთი მთავარი ბრენდი, რომელიც აწარმოებს ოსკარის კაბებსა და მაღალი კლასის კოსტიუმებს.

10. Fendi

Fendi შეიძლება ნაკლებად ცნობილი ბრენდია, ვიდრე Gucci ან Armani, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება 640 მლნ დოლარია.  Fendi ცნობილია იმით, რომ ცხოველთა ბეწვს ფართოდ იყენებს ყველა პროდუქტში, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ცხოველთა უფლებების დამცველებს შორის.

11. Stella McCartney

სტელა ნინა მაკარტნი, სერ პოლ და ლინდა მაკარტნის ქალიშვილი, ბრიტანელი მოდის დიზაინერია, რომელიც ცნობილია თავისი ცნობილი კლიენტებით და იმით, რომ არ იყენებს ბეწვის და ტყავს. მან შექმნა მადონას, მეგან მარკლის, გვენიტ პელტროუ, ლივ ტაილერის, ნაომი კემპბელის და ქეით მოსის საქორწილო კაბები.

12. Balenciaga

1917 წელს კრისტობალ ბალენსიაგამ გახსნა თავისი პირველი ბუტიკი ესპანეთში, სან სებასტიანში, რომელიც ძირითადად არისტოკრატიისა და სამეფო ოჯახის წევრებს ემსახურებოდა. 

Balenciaga პირველია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების სიაში, ის $10,24 მილიარდადაა შეფასებული. მისი უბრალო გრძელმკლავიანი მაისურით 1290 დოლარი ღირს.

13. Chanel

გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელმა ბიზნესი 1910 წელს ქუდების გაყიდვით დაიწყო.

შემდეგ შექმნა ქალის სამოსი მამაკაცური გარდერობის ელემენტებთან ინტეგრირებით. დღეს ტანსაცმელი, სუნამოები, ჩანთები და საათები Chanel-ის ბრენდის ნაწილია. „პატარა შავი კაბა", Chanel No. 5 სუნამო და შანელის კოსტიუმი ბრენდის ყველაზე ცნობილ პროდუქტებს შორისაა.

Chanel საწყისი ფასი 3500 დოლარია, რაც ადამიანთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია. Chanel-ს მიეწერება 1920-იან წლებში ხატოვანი "პატარა შავი კაბის" დიზაინი, რომელიც დღესაც გავრცელებულია მოდის სამყაროში.

14. Ralph Lauren

კომპანია მოიცავს რამდენიმე ბრენდს: Chaps, Lauren Ralph Lauren, Polo Ralph Lauren, Double RL, Ralph Lauren Childrenswear, Denim & Supply Ralph Lauren, Ralph Lauren Purple Label და Ralph Lauren Collection.

Ralph Lauren არის ამერიკული დიზაინის სახლი, რომელიც ცნობილია Polo Pony-ის ემბლემით და პოლოს მაისურით. კომპანია ყიდის მზა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზებს ძვირადღირებული საქონლის სეგმენტში. ბევრმა ადამიანმა დაუკავშირა RL მაღალი კლასის სპორტულ სამოსს უიმბლდონზე. მეორეს მხრივ, კომპანიამ შეინარჩუნა თავისი კავშირი გლამურულ სამყაროსთან და ქმნის განსაცვიფრებელ კაბებს წითელი ხალიჩისთვის.

15. Emilio Pucci

Emilio Pucci კარგადაა ცნობილი მჭიდრო Pucci შარვლებითა და ფერების კალეიდოსკოპური დიზაინით. LVMH ფლობს რამდენიმე პრემიუმ იტალიურ კომპანიას, მათ შორის Pucci-ს. Emilio Pucci-ს ხელნაკეთი სამოსი დიდი ხანია ოქროს სტანდარტად ითვლება ხარისხის თვალსაზრისით.