აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ TikTok-სა და მის მშობელ კომპანია ByteDance-სთან $400 მილიონიანი შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. შეთანხმება ბავშვების ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის კანონის — COPPA-ს დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელის მოგვარებას ითვალისწინებს.
$400 მილიონი COPPA-ს ფარგლებში მიმდინარე სასამართლო დავების ისტორიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა.
შეთანხმების პირობებით, TikTok $300 მილიონს დაუყოვნებლივ გადაიხდის, ხოლო დარჩენილ $100 მილიონს — მას შემდეგ, რაც ვიდეოპლატფორმა Musical.ly-სთან დაკავშირებით მიღებული წინა სასამართლო გადაწყვეტილებები გაუქმდება.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარჩელის 2024 წელს შეტანის შემდეგ TikTok-მა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საკუთრების სტრუქტურაში, კორპორაციულ მმართველობასა და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაში.
საქმე აშშ-ის ხელისუფლების მიერ TikTok-ის მიმართ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრეტენზიებს ეხებოდა. შეთანხმების შედეგად მხარეები დავის მოგვარებაზე შეთანხმდნენ.