Financial Times-ის მიხედვით, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სადაზვერვო ანგარიშში ნათქვამია, რომ ონლაინ ვაჭრობის ჩინური კომპანია Alibaba ჩინეთის სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს აშშ-ს ობიექტებზე ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება. 

გამომცემლობა Financial Times-ის მიერ მოპოვებულ გასაიდუმლოებულ ანგარიშში წერია, თუ როგორ ამარაგებს ჩინური ჯგუფი ჩინეთის არმიას იმ საშუალებებით, რომლებიც, თეთრი სახლის აზრით, აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

თეთრი სახლის ანგარიშის მიხედვით, Alibaba ჩინეთის მთავრობასა და არმიას ამერიკელი მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე, მათ შორის IP მისამართებზე, WiFi ინფორმაციაზე, საგადასახადო ისტორიასა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სხვა სერვისებზე წვდომის მიღებაში ეხმარება. 

თავის მხრივ, Alibaba ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე დამყარებული ბრალდებები სრულიად აბსურდულია. ეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და Alibaba-ს დისკრედიტაციის მცდელობაა".

tabula.ge