დიდმა ბრიტანეთმა ბულგარეთისთვის დროებით შეაჩერა რუსული კომპანია „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რათა ქვეყნის ერთადერთ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას მუშაობის საშუალება მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ბრიტანეთმა ლიცენზიები მისცა „ლუკოილის“ ორ კომპანიას, რომლებიც ბულგარეთში საწვავის გაყიდვით არიან დაკავებულები და მართავენ ქვეყნის ერთადერთ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას ბურგასში.
ლიცენზიები საშუალებას აძლევს კომპანიებს განახორციელონ ოპერაციები ამ ორ საწარმოსთან და მათ შვილობილ კომპანიებთან 2026 წლის 14 თებერვლამდე.
როგორც „როიტერი“ წერს, ბულგარეთმა აშშ-საც მიმართა, „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლოს.
აშშ-ის მიერ „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა, რომლებიც 21 ნოემბერს შედის ძალაში, შეშფოთება გამოიწვია ბულგარეთში. როგორც განმარტავენ, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვა ბურგასში.