აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი წერს, რომ ირანის რეჟიმის დასასრული "ახლოსაა."
"ტერორიზმის უდიდესი სპონსორის დასასრული ახლოსაა. ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენი არმია და ჩვენი მოკავშირეები ისრაელში. თავისუფლება დიდხანს ტანჯულ ირანელ ხალხს. დიდი ხანია, რაც ეს ოპერაცია საჭირო და გამართლებულია." - წერს გრემი X-ზე.
სენატორი გრემის თქმით, მას მიაჩნია, რომ "ირანში მკვლელი აიათოლას რეჟიმი მალე აღარ იარსებებს."
"ეს იქნება მრისხანე, ფართომასშტაბური და, ჩემი აზრით, საბოლოოდ წარმატებულიც. კიდევ ერთხელ, აიათოლას რეჟიმის დაცემა, რომელსაც ხელები ამერიკელების სისხლში აქვს გასვრილი, საჭირო და გამართლებულზე მეტიცაა." - აღნიშნა მან.