მიუხედავად უარისა, „ანორთოსისისთვის“ თემურ ქეცბაია მთავარი მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატია – ამის შესახებ გამოცემა Sigmalive წერს.
„ანორთოსისი“ ახალი მწვრთნელის ძიების ბოლო ეტაპზეა. 5 სექტემბერს კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ შეხვდა თემურ ქეცბაიას. მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
გუნდში, რომელსაც ერთსულოვნების პრობლემები აქვს, ქეცბაიას შეუძლია სწრაფად მოიტანოს სტაბილურობა და წარმატებები. თუ გარიგება შედეგიანად დასრულდება, „ანორთოსისი“ მიიღებს მწვრთნელს, რომელმაც იცის არსებული ვითარება და შეძლებს გუნდს ახალი სიცოცხლე შთაბეროს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
„ანორთოსისის“ პრესმდივანმა სტელა მარკუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ თემურ ქეცბაია იყო და რჩება პრიორიტეტულ კანდიდატად.
„ხელმძღვანელობა ცდილობს, ისეთ მწვრთნელი მიიწვიოს, რომელიც გუნდს კონკურენტუნარიანს გახდის. ჩვენი პირველი არჩევანი იყო და რჩება თემურ ქეცბაია, რომლის სახელსაც „ანორთოსისის“ უდიდესი წარმატებები უკავშირდება.
ის ჩვენი გულშემატკივრების ფავორიტია, რომლებიც ბოლო დროს მის შესახებ გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გამო ნერვიულობენ. ბოდიშს ვუხდით მათ და სრულად გვესმის ყველას სურვილი, რომ თემური კვლავ „ანორთოსისის“ სათვეში იხილონ. გთხოვთ, გამოიჩინოთ პატივისცემა „ანორთოსისისა“ და ქეცბაიას მიმართ“, – განაცხადა „ანორთოსისის“ პრესმდივანმა.