შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მესამე თავდასხმა მოხდა. შეტევა ამჯერადაც რუსულ ტანკერზე განხორციელდა.
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს რომელიც მზესუმზირის ზეთით იყო დატვირთული და რუსეთიდან საქართველოსკენ მიემართებოდა, თურქეთის სანაპიროსთან კამიკაძე დრონი დაესხა თავს.
თურქეთის საზღვაო საქმეთა დირექტორატის ცნობით, ეკიპაჟის 13-ვე წევრი უვნებელია.
„გემ „მიდვოლგა -2“-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ტანკერს თურქეთის სანაპიროდან 129 კილომეტრის დაშორებით დაესხნენ თავს, თუმცა დახმარება არ უთხოვია და პორტ სინოპისკენ სვლა გააგრძელა“, - აღნიშნულია საზღვაო საქმეთა დირექტორატის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავდასხმის სხვა დეტალები თურქეთის საზღვაო უწყებას არ გაუსაჯაროებია. თურქული სატელევიზიო არხის, NTV-ის ცნობით კი, იერიში კამიკაძე დრონით განხორციელდა.
ამ ბოლო ინციდენტის შესახებ დასმულ კითხვაზე, თურქმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ „საჭირო გზავნილები გადაეცა შესაბამის მხარეებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებას“, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
გასულ პარასკევს, უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ტანკერს დაარტყეს, რომლებიც, უცხოური ბაზრებისთვის განკუთვნილი ნავთობის ჩასატვირთად, რუსული პორტისკენ მიემართებოდნენ; ამით კიევი რუსულ ნავთობის ინდუსტრიაზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს.
ამ თავდასხმებზე უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების პასუხისმგებლობა შესაბამისმა წყარომ დაადასტურა, რომელმაც სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ დრონებმა იმ გემებს დაარტყეს, რომლებსაც „რუსული ნავთობი ფარულად გადაჰქონდათ“.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა გუშინ, ორშაბათს, განაცხადა, რომ შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები მიუღებელია, გაფრთხილებით
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები მიუღებელია, რის შესახებაც მან „ყველა ჩართული მხარე“ გააფრთხილა.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"