ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მეტი განვითარებისთვის ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას.

 

თამარ იოსელიანმა თურქეთს ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებაზე, მათ შორის, სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლებაზე, რომლითაც საქართველოს რკინიგზა ტვირთებს უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ გადაზიდავს.  

 

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს