Reuters-ის ცნობით, Spotify-მ მუსიკალურ ინდუსტრიას 2025 წელს 11 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა.

პლატფორმის მონაცემებით, ეს მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში საცალო ვაჭრობის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი ყოველწლიური გადახდაა. წინა წელთან შედარებით გადახდები 10%-ზე მეტით გაიზარდა.

შვედური სტრიმინგ პლატფორმა აქტიურ კონკურენციას უწევს სხვა მსხვილ მოთამაშეებს, როგორიცაა YouTube და Apple-ი.

ოქტომბერში YouTube-მა გამოაცხადა, რომ 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში მუსიკალურ ინდუსტრიას 8 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა. Spotify-მ კი გადახდების მოცულობით კონკურენტს გადააჭარბა.