ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 2025 წელს დაახლოებით $8 მილიარდის მოგება მიიღო, ხოლო კომპანიის სრული შემოსავლები $15–16 მილიარდს შორის მერყეობდა, - ამის შესახებ გამოცემა Reuters იუწყება.
წყაროს ცნობით, SpaceX-ის შემოსავლის ძირითადი ნაწილი სატელიტური ინტერნეტის სისტემიდან Starlink მოდის, რომელიც საერთო შემოსავლის 50–80%-ს შეადგენს.
ამასთან, გასული კვირის ინფორმაციით, SpaceX მასკის კიდევ ერთი კომპანიის- xAI-ის შემოერთებას გეგმავდა, რომელიც ანალიტიკოსების შეფასებას დაახლოებით $800 მილიარდამდე გაზრდიდა კოსმოსური კომპანიის კაპიტალს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიად მასკის უშუალო კონკურენტი OpenAI ითვლებოდა, $500 მილიარდიანი შეფასებით.