S&P 500 ინდექსში შემავალმა ამერიკულმა კომპანიებმა მეორე კვარტალში თავიანთი აქციების გამოსყიდვა 34,9%-ით გაზარდეს, 235,9 მილიარდ დოლარამდე, გასული წლის იმავე პერიოდის 174,9 მილიარდ დოლართან შედარებით, იუწყება S&P Global.
თუმცა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 0,4%-ით (236,8 მილიარდი დოლარიდან) შემცირდა.
ივნისში დასრულებული წლისთვის buyback–მა შეადგინა $877,5 მილიარდი, რაც 8%-ით აღემატება წინა ანალოგიური პერიოდის მოცულობას.