სინგაპურს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. Henley Passport Index-ის თანახმად, სინგაპურმა საფრანგეთს გადაასწრო, რომლის პასპორტიც მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძლიერად მიიჩნეოდა.

რეიტინგი ითვლება იმის მიხედვით, რამდენ ქვეყანაში შეგიძლია ამა თუ იმ პასპორტით უვიზოდ გადაადგილება. ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის [IATA] მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც სწავლობს კონკრეტული პასპორტების მფლობელებს რამდენ ქვეყანასთან აქვთ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა.

სინგაპურის პასპორტის მქონე ადამიანები მსოფლიოს 195 ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. 190-ზე მეტ ქვეყანაში უვიზო შესვლით მეორე ადგილს იაპონია, მესამეს ფინეთი და მეოთხეს საფრანგეთი იკავებენ.

Henley Passport Index-ის მიხედვით 2025 წელს საქართველოს პასპორტი მსოფლიოს ძლიერი პასპორტების რეიტინგში 44-ე ადგილზეა და საქართველოს პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 122 ქვეყანაშია შესაძლებელი.