გასული 2024 წელს, მილიარდერებს შორის, ყველაზე მეტი ქონება LVMH-ის დამფუძნებელმა ბერნარ არნომ დაკარგა. ინფორმაცია Bloomberg-ზე გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლების თუ ინვესტორების უმრავლესობისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანის ქონება შემცირდა.

მილიარდერების ხუთეული, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ქონება დაკარგეს:

1. ბერნარ არნო - LVMH-ის დამფუძნებელი
კლება: -$31 მლრდ
ქონება: $176 მლრდ

2. ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი - L'Oréal-ის მფლობელი
კლება: -$25 მლრდ
ქონება: $75 მლრდ

3. კარლოს სლიმ ელუ - America Movil-ის დამფუძნებელი
კლება: -$23 მლრდ
ქონება: $82 მლრდ

4. კოლინ ჰუანგი - Pinduoduo-ს დამფუძნებელი
კლება: -$17 მლრდ
ქონება: $35 მლრდ

5. ფრანსუა პინო - Kering-ის დამფუძნებელი
კლება: -$14 მლრდ
ქონება: $22 მლრდ