შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს, რომ უარი უთხრეს აშშ-ს ორ მოთხოვნაზე, რომლებიც ეხებოდა სადაზვერვო თვითმფრინავების შვეიცარიის საჰაერო სივრცეში გადაფრენას. ეს თვითმფრინავები ჩართულები არიან საბრძოლო მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში.

შვეიცარიამ გადაწყვეტილება ნეიტრალიტეტის პრინციპით ახსნა.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეიტრალიტეტი „კრძალავს კონფლიქტში ჩართული მხარეების იმ ფრენებს, რომლებიც კონფლიქტთან დაკავშირებულ მიზნებს ემსახურება“.

ამასთან, შვეიცარიის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე გადაფრენის ნება დართო სამ სხვა რეისს. ერთი იყო ტექნიკური რეისი (მისი კონკრეტული მიზანი არ დაკონკრეტებულა) და კიდევ ორი – სატრანსპორტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ეს არის ყველა განაცხადი, რომელიც შვეიცარიამ აშშ-ისგან მიიღო.

1tv.ge