შვედეთსა და ნორვეგიაში მყინვარები უპრეცედენტო სიჩქარით დნებიან. მეცნიერები ამას პირდაპირ უკავშირებენ კლიმატის ცვლილებით, ჰაერის დაბინძურებით და სათბურის გაზების გამოყოფით გამოწვეულ გლობალურ დათბობას.
ევროპის კლიმატის ცვლილების მონიტორინგის სამსახურის „კოპერნიკის“ მონაცემებით, 2024 წელი იყო ყველაზე თბილი ევროპის კონტინენტზე. ანომალიური სიცხის შედეგად სკანდინავიის მყინვარები საშუალოდ 1,8 მეტრით შემცირდა, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ისტორიულ ნორმებს.
ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდება, მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი მომდევნო რამდენიმე ათწლეულში გაქრება.