ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, Rugbyscope-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირსა და ფრანგ სპეციალისტს, პიერ-ანრო ბრონკანს შორის შეთანხმება შედგა და ზაფხულიდან ის საქართველოს ნაკრების მთავრი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს – ბრონკანი საქართველოს რაგბის კავშირთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს რაგბის კავშირსა და ფრანგ პიერ-ანრი ბრონკანს შორის შეთანხმება შედგა და ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორი წელი უხელმძღვანელებს.

ბრონკანის გარდა, „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელობის კანდიდატები ფრენკ აზემა და უორენ გეთლენდი იყვნენ, თუმცა საბოლოო არჩევანი ბრონკანზე შეჩერდა.

ბრონკანი მუშაობას ოფიციალურად ივნისში დაიწყებს და აიღებს პასუხისმგებლობას, საქართველოს ნაკრებმა უმაღლეს დონეზე გრძელვადიან წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, „ბორჯღალოსნებისთვის“ განვითარების ახალი ეტაპი იწყება“, – წერს გამოცემა rugbyscope-ი.

ამას გარდა, Free Rugby-ს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბრონკანის „ბრივთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე (ზაფხულამდე) „ბორჯღალოსნებს“ იტალიელი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ბრონკანის ასისტენტი იქნება.

1tv.ge