აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისთვის ვიზების შეჩერებაზე პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება დაბლოკა.

უნივერსიტეტმა სასამართლოს ორი დღის წინ მიმართა, მიეღო საგანგებო გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასცა ბრძანება, უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებაზე. ჰარვარდმა შესწორება შეიტანა არსებულ საჩივარში და მიუთითა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არღვევს აშშ-ს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც ეხება ფუნდამენტური თავისუფლებების, როგორიცაა რწმენის, სიტყვისა და გამოხატვის და შეკრების უფლებების დაცვას.

მოსამართლის მიხედვით, თუ ის ამ საქმეში ახლა არ ჩაერეოდა, უნივერსიტეტს "სწრაფი და გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა მანამდე, სანამ ორივე მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა იქნებოდა". მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ მისი ბრძანება ძალაში სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებამდე დარჩება.

მომდევნო მოსმენა ივნისის შუა რიცხვებში ჩაინიშნა. 

წყარო: ტაბულა