ყოველწლიურად საბერძნეთში 53 000 ქორწილი ტარდება, რაც ბრინჯის აყრის ტრადიციას მოიცავს — უძველესი ჩვეულება ახალდაქორწინებულთა კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, თუმცა, ამ პრაქტიკის შედეგად, ყოველწლიურად ტონობით საკვები ბრინჯი იყრება, როცა ადგილობრივ მწარმოებლებს მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ… გამოსავალი კი Wikifarmer-მა, First Agricultural Cooperative of Rice Producers of Chalastra-სთან ერთად, იპოვა და უნიკალური პროდუქტი The Wedding Rice შემოგვთავაზა. 

ექსკლუზიური ფასით Wikifarmer-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და მასში ის ბრინჯია მოთავსებული, რომელმაც ბაზრის მკაცრი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. თუ ადრე ამ ბრინჯს ყრიდდნენ, ამ ინიციატივით მას მეორე შანსს აძლევენ და ძველ ტრადიციას მდგრად პრაქტიკად აქცევენ. რაღა თქმა უნდა, ასე ფერმერებიც დიდ სარგებელს იღებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ საკვები ნარჩენების შემცირებაზე…

აღსანიშნავია, რომ The Wedding Rice ზუსტად პასუხობს Wikifarmer-ის მისიას, რაც მსოფლიოს მასშტაბით საკვების ნარჩენების შემცირებას მოიაზრებს უგულებელყოფილი თუ არასრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიზნობრივი გამოყენებით.

წყარო: marketer.ge