FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, Seasia Stats-ი მსოფლიოში ქოქოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების ათეულს აქვეყნებს. სიის სათავეში ინდონეზიაა. ამ ქვეყანამ 2022-ში 17.2 მლნ ტონა ქოქოსი აწარმოვა, მეორეზეა ფილიპინები, 15 მლნ ტონა ქოქოსის წარმოებით და მესამეზე - ინდოეთი 13.3 მლნ ტონა ქოქოსით. ათეულშია ბრაზილია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, პაპუა-ახალი გვინეა, ბირმა, მექსიკა და ტაილანდი.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქოქოსის საქართველოში იმპორტი 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს საქართველოში $230 000-ის 123 ტონამდე ტონა ქოქოსის კაკალი შემოვიდა, 2022-ში - $235 000-ის 100 ტონამდე.

რაც შეეხება ფასს, გასულ წელს ტონა ქოქოსის ფასი 25%-ით გაიაფდა, $1870 ღირდა ტონა 2023-ში, $2350 – 2022-ში.

2023 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: ვიეტნამი, ინდონეზია და ნიდერლანდები.

საქართველოში ქოქოსის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:

ვიეტნამი - $113 000-ის - 70.5 ტონა;

ინდონეზია  - $60 000 – 39 ტონა;

ნიდერლანდები - $17 000 – 4.3 ტონა;

უკრაინა - $14 000 – 2 ტონა;

ნიდერლანდები - $5 000 – 1 ტონა.