Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიო ოკეანეში 1 მილიარდი ბარელი ნავთობია გაჭედილი, რაც ბოლო წლების უდიდესი მოცულობაა.
წყაროს ცნობით, ნავთობის უდიდესი ნაწილი სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ, ვენესუელურ და ირანულ კომპანიებს ეკუთვნის.
ასობით ტანკერი კვირაზე მეტია ღია წყლებში დგას, რადგან იმპორტიორი ქვეყნები პორტებში არ იღებენ.
გაჭედილ ნავთობს შორის უდიდესი, 390 მილიონ ბარელზე მეტი, რუსულ კომპანიებს ეკუთვნის, რაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების რისკს ზრდის.