სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.04 ტრილიონ დოლარს მიაღწია მას შემდეგ, რაც მისი აქციები ერთ დღეში 15%-ით გაიზარდა, იუწყება Bloomberg.
კომპანია შეუერთდა მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების ექსკლუზიურ კლუბს და გახდა მეორე აზიური ტექნოლოგიური კომპანია, Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ის (1.85 ტრილიონი დოლარი) შემდეგ, რომელმაც ტრილიონი დოლარის ნიშნულს გადააჭარბა.
ტრილიონერთა კლუბში ყველა სხვა კომპანია, Saudi Aramco-ს (1.79 ტრილიონი დოლარის გარდა) გარდა, ამერიკულია: Nvidia (4.78 ტრილიონი დოლარი), Alphabet (4.68 ტრილიონი დოლარი), Apple (4.17 ტრილიონი დოლარი), Microsoft (3.06 ტრილიონი დოლარი), Amazon.com (2.94 ტრილიონი დოლარი), Broadcom (2.02 ტრილიონი დოლარი), Meta (1.54 ტრილიონი დოლარი), Tesla (1.46 ტრილიონი დოლარი), Walmart (1.04 ტრილიონი დოლარი) და Berkshire Hathaway (1.00 ტრილიონი დოლარი).
ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტის ბუმი იყო, რამაც მეხსიერების ჩიპებზე უზარმაზარი მოთხოვნა შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ Samsung ამჟამად ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი HBM ჩიპების ბაზრის წილს თავის მთავარ კონკურენტს, SK Hynix-ს უთმობს, Samsung იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო გაზრდილი გამტარუნარიანობის მქონე HBM4 ჩიპების მასობრივი წარმოება, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის მომავალი არქიტექტურისთვის.