პოპულარულმა ევროპულმა სათხილამურო კურორტებმა ფერდობებზე მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები დააწესეს: საფრანგეთში მოწევა აიკრძალება, ხოლო ცნობილ ავსტრიულ კურორტ ზოლდენში ალკოჰოლის მოხმარება. ახალი წესების დარღვევისთვის ჯარიმები საკმაოდ მაღალია და 375 ევროდან 2000 ევრომდე მერყეობს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
საფრანგეთმა აკრძალულა მოწევა ფერდობებზე, საბაგირო გზებზე, საბაგირო გზების რიგში, ყველა სათხილამურო კურორტთან მისასვლელ გზებზე და მთის ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე. ერთადერთი გამონაკლისი დაშვებულია კაფეებისა და რესტორნების ტერასებისთვის.
ამ ღონისძიების ინიციატორები ეკოლოგები იყვნენ. მათი მონაცემებით, მაღალ სიმაღლეებზე ნაგვის ძირითადი სახეობა სწორედ სიგარეტის ნამწვებია. Mountain Riders-ის მიერ ორგანიზებული ბოლო დასუფთავების კამპანიის დროს, სათხილამურო ტრასებიდან 58 000 სიგარეტის ნამწვი შეგროვდა.
ავსტრიის პოპულარულმა კურორტმა ზოლდენმა ალკოჰოლის მოხმარება ღია ცის ქვეშ, მათ შორის ქალაქის ქუჩებში, აკრძალა. არაფხიზელი მოთხილამურეების საქციელი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის შემაწუხებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტურისტები ქუჩებში ცარიელი ლუდის ბოთლებით თამაშობდნენ.