საფრანგეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფრანგმა დეპუტატებმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ორ შუამდგომლობას არ დაუჭირეს მხარი.
მემარცხენე პარტია, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წინადადებას ხმა 271-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ შუამდგომლობას მხარი 144-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 289 ხმა იყო საჭირო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ 10 ოქტომბერს, თანამდებობიდან გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა.