საფირონის სამაჯური რომანოვების ოჯახის კოლექციიდან ჟენევაში, Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 4,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. თავდაპირველად სამკაული 1–2 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ლოტი „სამეფო და კეთილშობილური სამკაულების“ აუქციონზე იყო გამოტანილი. 197.8 კარატიანი საფირონი Cartier-ის მიერ შექმნილ ფართო გეომეტრიულ ბრილიანტს და მთის ბროლის სამაჯურს ამშვენებს.

The Standard–ის თანახმად, რუსული საიმპერატორო სამკაულების შედარებით მცირე ნაწილია შემორჩენილი დღემდე, რაც საფირონს რომანოვების ეპოქიდან შემორჩენილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვად მიიჩნევს.

თავდაპირველად ის კიდევ ერთ საფირონთან იყო შეწყვილებული, რომლის წონა 249.25 კარატი იყო. 1883 წელს, ორივე ქვას ქვრივი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა ძველი მოსკოვის სტილში გამართულ სამეფო კარის ბალზე ატარებდა.

რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ საფირონი გაყიდა. 1927 წელს ის ამერიკელმა ოპერის მომღერალმა ჰანა ვალსკამ შეიძინა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქვამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ჩარჩო. მიმდინარე აუქციონამდე ის ორჯერ გამოჩნდა Sotheby's-ის აუქციონებზე - 1971 და 1992 წლებში.

წყარო: snob.ru