ყველაზე ძვირად ღირებული ფინჯანი ყავა დუბაიში (UAE) მდებარე Roasters Specialty Coffee House-ში გაყიდეს, – ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზეა ნათქვამი.
ფინჯანი ყავის ფასი 2500 დირჰამი (680 აშშ დოლარი) იყო. სასმლის საზეიმო წარდგენა 13 სექტემბერს შედგა. მყიდველის სახელი არ გახმაურებულა.
სასმელი პანამაში, Hacienda La Esmeralda-ს ფერმაში მოყვანილი არაბიკას იშვიათი და ექსკლუზიური, Geisha–ს სორტის მარცვლებისგან მომზადდა.