ამერიკული კომპანია Meta ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში 1 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს აშენებს.

კომპანია ახალ ობიექტში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს, – ნათქვამია კომპანიის ბლოგში.

მონაცემთა ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება 2028 წელს იგეგმება, – მოჰყავს „Bloomberg–ს Meta–ს წარმომადგენლის სიტყვები.

ობიექტი აღჭურვილი იქნება მძლავრი ჩიპებით და განკუთვნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის პროექტებთან დაკავშირებული მომსახურებისთვის.

საერთო ჯამში, Meta–მ წელს 72 მილიარდ დოლარამდე კაპიტალური ხარჯები დაგეგმა.

წყარო: interfax