საკვები პროდუქციის შვეიცარიულმა გიგანტმა Nestlé განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს 16 000 სამუშაო ადგილის შემცირებას, რაც კომპანიის საერთო სამუშაო ძალის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ნაბიჯი დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ხარჯთშემცირებელ პროგრამასთან.

Nestlé-მ უკვე მეორე წელია აფიქსირებს გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებას — ინფლაციით დაღლილი მომხმარებლები ამცირებენ ხარჯებს და უფრო ხშირად ირჩევენ იაფ ალტერნატივებს, მათ შორის საცალო ქსელების საკუთარ ბრენდებს.

გადაწყეტილებაზე განაცხადა კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ფილიპ ნავრატილმა, რომლის თქმითაც, ოპტიმიზაცია აუცილებელია Nestlé-ს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.