აბუ-დაბისა და დუბაის საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა 2 და 3 მარტისთვის დახურეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ირანის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.

Bloomberg-ის ცნობით, მარეგულირებელმა ეს გადაწყვეტილება მკვეთრი რყევების და ბაზრის შესაძლო კრახის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

ბირჟა დაიხურა ქუვეითშიც. ქუვეითის საფონდო ბირჟამ (Boursa Kuwait) განცხადება 1 მარტს გამოაქვეყნა.