Ryanair პოლონეთსა და შვედეთს შორის საჰაერო მიმოსვლას აფართოებს: ავიაკომპანიის შემოდგომა/ზამთრის ფრენების განრიგს სტოკჰოლმიდან ვარშავასა და ვროცლავში ახალი რეისები დაემატა.

სტოკჰოლმიდან პოლონეთში ახალი რეისების ბილეთების შეძენა გადამზიდავის ვებსაიტზეა შესაძლებელი - ისინი უკვე სრულდება. საერთო ჯამში, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შვედეთში საბაზო თვითმფრინავების რაოდენობის რვამდე გაზრდას გეგმავს და წელიწადში 4.6 მილიონი მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. 

Ryanair-ის ზამთრის პროგრამა შვედეთში სულ ხუთ ახალ მარშრუტს მოიცავს. პოლონეთის ორი ქალაქის გარდა, გადამზიდავი რეისებს გახსნის სტოკჰოლმიდან რაბატში (მაროკო), გეტებორგიდან ბუდაპეშტში (უნგრეთი) და მალმიოდან ლონდონში (გაერთიანებული სამეფო).

ვრცლად 34travel.me – ზე