დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ზოგიერთ მგზავრს შემთხვევითი ადგილების მინიჭების პროცედურაში ცვლილებები შეექმნა: მათ შენიშნეს, რომ მათთვის მინიჭებული ადგილი მათ ჩასხდომის ბარათზე გამგზავრებამდე სამი საათით ადრე იყო მითითებული. აქამდე ის ონლაინ რეგისტრაციისთანავე იყო ხელმისაწვდომი.

რეგისტრაციისას, Ryanair სთავაზობს თვითმფრინავში სასურველი ადგილის არჩევის შესაძლებლობას – დამატებითი საფასურის სანაცვლოდ – ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უფასოდ მიღების შესაძლებლობას. მგზავრებს, რომლებმაც ადგილების შემთხვევითი განაწილების ვარიანტი აირჩიეს, მაგრამ უკმაყოფილო დარჩნენ მინიჭებული ადგილით, შემდგომში შეეძლოთ დამატებითი თანხის გადახდა სხვა ადგილისთვის.

როგორც ჩანს, ეს ვარიანტი აღარ იარსებებს: სანამ მათი ჩასხდომის ბარათი არ განახლდება, მგზავრებს არ ეცოდინებათ, რომელი ადგილი აქვთ მინიჭებული და წინასწარ ვერ გადაწყვეტენ, შეცვალონ თუ არა იგი.

ცვლილება მოგზაურებმა შენიშნეს, რომლებმაც ახალი პრაქტიკის განხილვა სოციალურ მედიაში დაიწყეს.

ვრცლად 34travel.me – ზე