ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგი ხელმძღვანელი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times და სხვა დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად 55 წლის დე კოსი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს (BIS) ხელმძღვანელობს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ თანამდებობას ვადაზე ადრე, 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს. ის ბანკს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და მისი უფლებამოსილების ვადა მომდევნო წლის ოქტომბერში იწურებოდა.

ამის შემდეგ, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი გუბერნატორი კლაას კნოტი და დე კოსი წარადგინეს. 

ვრცლად interfax–ზე