რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მიყენებულმა ზარალმა, ერთ ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, იუწყება "Коммерсант"-ი, - ამის შესახებ აერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

Bloomberg-ის გამოთვლებით, უკრაინამ, 2025 წელს, რუსეთის ნავთობის ობიექტებზე 120 თავდასხმა განახორციელა. დარტყმების უმეტესობა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე (81), ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის საბადოებზე (27), მილსადენებზე და ტანკერებზე (4) განხორციელდა.

„ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთში, „ტერორიზმისა“ და „საბოტაჟის“ დაზღვევის სეგმენტში, ზარალის კოეფიციენტი გაიზარდა და უკვე 100%-ს გადააჭარბა - ასევე იუწყება Коммерсант-ი, წამყვან რუსულ სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით.თავდასხმები აგრეთვე ხორციელდება იმ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის ეკონომიკის მდგრადობას: ნავთობქიმიური, გაზისა და ელექტროენერგიის სექტორის საწარმოები, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სადაზღვევო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით, Коммерсант-ი, ასევე წერს, რომ მზარდმა დანაკარგებმა სადაზღვევო ტარიფების ზრდა გამოიწვია“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.