რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთბაშად მეორე და მესამე, საბოლოო მოსმენით 6 მაისს დაამტკიცა შესწორებები, რომლებიც ე.წ. "უცხოეთის აგენტებად" წოდებულ პირებს ყველა დონის არჩევნებში უკრძალავს კანდიდატებად მონაწილეობას.

შესწორებების თანახმად, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ "უცხოეთის აგენტების" სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. უკვე რეგისტრირებული პირების "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანა არ შეიძლება არჩევნების შედეგების შეჯამებამდე.

შესწორებები ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას "უცხოეთის აგენტებისთვის", რომლებიც არიან სენატორები, სახელმწიფო სათათბიროს, რეგიონების საკანონმდებლო საბჭოების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები - თუკი კანონის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში მათ რეესტრიდან არ ამოწერენ.

სრულად: radiotavisupleba.ge