რუსეთის მთავრობამ ბენზინის, დიზელისა და სხვა სახის საწვავის ქვეყნიდან გატანაზე მანამდე მოქმედი აკრძალვა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა.
შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.
რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება როგორც მასობრივი მოხმარების საწვავ მასალებს, ისე გემების საწვავსა და გაზს.
შეზღუდვა 2025 წლის 27 თებერვლამდე იმოქმედებს.