18 აგვისტოს, ღამით რუსეთის ჯარებმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობის საწყობს დრონებით შეუტიეს. ინფორმაცია გაავრცელეს სახელმწიფო სააგენტო APA-მ და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა გამოცემა Minval-მა.
APA-ს ცნობით, ეს იყო თავდასხმების სერია, რის შედეგადაც ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა საწვავის 17 ავზი, სატუმბი სადგურის შენობა, ტექნიკური და საოპერატორო ოთახები, ასევე აწონის წერტილები. Minval წერს, რომ დაზიანდა ყველა ავზი, ასევე განადგურდა ობიექტის ღობე.
ნავთობის საწყობის საერთო მოცულობა 16 000 მ³-ს აჭარბებს. ამჟამად მიმდინარეობს ზიანის შეფასება და აღდგენითი სამუშაოები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა აზერბაიჯანს მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ იერიშებზე უკრაინაში მდებარე ბაქოს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნავთობის ობიექტებზე.
"მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, ის იქცევა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ", - წერს მინისტრი პლატფორმაზე X
რუსეთმა ოდესაში მდებარე SOCAR-ის ნავთობბაზა მესამედ დაბომბა

,,თუ უკრაინელები არ არიან მზად ტერიტორიების დათმობისთვის, არავინ აიძულებს მათ ამის გაკეთებას"- მარკო რუბიო
პლებისციტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - კობახიძე ამბობს, რომ "გამოკითხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს"
პუტინი დონეცკის ოლქის სრულ კონტროლს ითხოვს და ომის გაგრძელებას გეგმავს- WALL STREET Journal
25%-იანი ალბათობაა, რომ პუტინთან შეხვედრა წარმატებული არ იქნება - ტრამპი
გერმანია უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდებისთვის ნატოს ინიციატივაზე $500 მილიონს დახარჯავს