გამოცემა Reuters-ის წყაროების ცნობით, საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლად რუსეთმა მაროკოდან ბენზინის იმპორტი დაიწყო და ზღვის მეშვეობით დაახლოებით 30 000 მეტრული ტონა AI-92 ტიპის ბენზინი მიიღო.

წყაროების მიხედვით, პანამის დროშით მცურავმა ტანკერმა მაროკოს ერთ-ერთ პორტიდან ტვირთი ივლისის შუა რიცხვებში მიიღო და ახლა რუსეთის მურმანსკის პორტში იცლება.

Reuters-ის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმწოდებელი კომპანია Lukoil-ია.

რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი ნავთობპროდუქტების იმპორტს დაიწყებდა შიდა მარკეტის სტაბილიზაციის მიზნით მას შემდეგ, რაც ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით იერიშებმა რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

tabula.ge